პროდუქტის მფლობელი (Product Owner)
ჰოლდინგური კომპანია, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ახალი დიჯიტალ პროექტისთვის ეძებს პროდუქტის მფლობელს (Product Owner).
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშ. - პარ.)
დაქვემდებარება : ჰოლდგინგის სამეთვალყურეო საბჭო
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით (ფიქსირებული + ბონუსი შეფასების სისტემაზე დაყრდნობით)
ძირითადი მოვალეობები:
• კომპანიის ბორდის წევრებთან ერთად პროექტიის დაგეგმვა, მართვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
• კომპანიის ტექნოლოგიური სტრატეგიის ჩამოყალიბება და სამუშაო პროცესში ინტეგრაციის უზრუნველყოფა;
• კომპანიის გეგმების მიხედვით რესურსების განსაზღვრა;
• ახალი ტექნოლოგიების/ტექნოლოგიური სიახლეების მოძიება და დანერგვა სამუშაო პროცესში;
• პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
• დეველოპერების გუნდის შექმნა და პროექტის მიხედვით რესურსების სწორი განაწილება;
• გუნდის რესურსების მართვა და მენეჯმენტი;
• შიდა გუნდებთან კოორდინაცია, დიზაინის, მარკეტინგის, გაყიდვების მიმართულებით;
• პროექტის პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და სტრატეგიის შემუშავება;
• კომპანიის განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
• პროექტის დანახარჯების ზუსტი და დროული ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
• შესაბამის ბიზნეს სტრუქტურების დახმარება პროექტის / დავალების დეტალების და მათი მხრიდან საჭირო სამუშაოების განსაზღვრაში;
• დასმული IT დავალების უშუალო ხელმძღვანელთან ან/და შესაბამის დეველოპერ(ებ)თან განხილვა და შესრულების ვადების განსაზღვრა;
• შეთანხმებული პროექტის და მისი პუნქტების აღრიცხვა დოკუმენტურად და შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში დარეგისტრირება (შესაბამისი ინფორმაციის გათვალისწინებით);
• პროექტის იმპლემენტაციის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ პროექტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დავალების ავტორთან;
• ტესტირების შედეგების და პროექტის რეალურ გარემოში გაშვების შეთანხმება შესაბამის ბიზნეს სტრუქტურასთან.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (პროექტების მართვის/ ბიზნესის მართვის /ტექნოლოგიების მიმართულებით);
• დიჯიტალ პროექტების ან ელექტრონული კომერციის სამუშაო გამოცდილება;
• პროექტის მართვის გამოცდილება;
• პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის სტრუქტურის ცოდნა
• პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის აღწერის გამოცდილება;
• სასურველია გააჩნდეს Agile (Scrum და Kanban) მეთოდოლოგიის თეორიული ცოდნა და გამოცდილება;
• სასურველია გააჩნდეს Jira-ში და Confluence-ში სამუშაო გამოცდილება;
• ინგლისური ენის ცოდნა,
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.thestream.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.