The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT

სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემების შემუშავება

გთავაზობთ თქვენი ბიზნესის სტრატეგიაზე, მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებული სამუშაოს შესრულების შეფასების სისტემების შემუშავებას, სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით. როგორებიცაა: 360 გრადუსიანი, კომპეტენციების შეფასების, მიზნების შესრულების შეფასების სისტემა (MBO) და ა.შ. გთავაზობთ, ასევე სხვადასხვა მეთოდის კომბინაციებს.

ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ბიზნესის შედეგების მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებაში, რომლებიც დაუკავშირდება საქმიანობის გაზომვად ფაქტორებს, რათა ხელი შეეწყოს სასურველი ქცევების წახალისებას და ბიზნესის ამოცანების შესრულებას.

შედეგად თქვენ მიიღებთ:

სამუშაოს შესრულების შეფასების სახელმძღვანელოს
სამუშაოს შესრულების შეფასების ნათლად განსაზღვრულ კრიტერიუმებს და საზომებს
ინდივიდუალურ სამუშაოს მკაფიოდ განსაზღვრულ ამოცანებს
სამუშაოს შესრულების შეფასების ფორმებს
შედეგებზე მიმართულ კომუნიკაციის სტრატეგიას

თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, თქვენთვის შემუშავებული შეფასების სისტემაზე დაყრდნობით, შემოგთავაზებთ:

თანამშრომელთა განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის ინსტრუმენტებს
მენეჯერების ტრენინგებს, შეფასების სისტემის დასანერგად
მენეჯერების ტრენინგებს თანამშრომლებთან ეფექტური უკუკავშირის განსახორციელებლად