The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT

HR აუდიტი


ა) ადამიანური რესურსების მართვის პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესაბამისობის აუდიტი


გამოცდილი პროფესიონალები შეაფასებენ, რამდენად შეესაბამება კანონმდებლობას თქვენს კომპანიაში დანერგილი პროცედურები და დოკუმენტაცია: დებულება, შინაგანაწესი, შრომითი ხელშეკრულებები და სხვა ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკები. ასევე, რამდენად თანხვედრილია არსებული დოკუმენტები და პროცედურები ერთმანეთთან.

ანალიზის შედეგად:

შემოგთავაზებთ გადაწყვეტებს, რომელიც მიმართული იქნება შესაძლო ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, მათი მინიმიზაციისათვის
გამოვლინდება შრომითი დავების რისკი და მათგან  მიღებული შესაძლო ზარალი
მოხდება არსებული დოკუმენტაციის შაბლონების შესწავლა და შეფასება
შეფასდება კომპანიაში პოტენციური დისკრიმინაციული პრაქტიკის შესაძლებლობა
მოგეწოდებათ რეკომენდაციები კანონმდებლობის შესატყვისი, უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად 
შეიქმნება საჩივრებისგან თავისუფალი, დაცული სამუშაო გარემო, რასაც უზრუნველჰყოფს ობიექტური, ოპტიმალური სამუშაო პრაქტიკები, დოკუმენტები, პოლიტიკა.

ბ) HRM ექსპერტიზა
 
მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესაბამისობის აუდიტს და თანამშრომლების დამოკიდებულების კვლევას არსებული სისტემების მიმართ. საჭიროებიდან გამომდინარე შემოგთავაზებთ შიდა წესების, პოლიტიკების ცვლილებების რეკომენდაციებს. კვლევის ფარგლებში შევისწავლით არსებულ პრაქტიკებს, დოკუმენტაციას, სისტემებს, ასევე  თანამშრომელთა ხედვას და დამოკიდებულებას მათ მიმართ. ანონიმური გამოკითხვის, მენეჯერებთან ინტერვიუების, ფოკუს ჯგუფებთან მუშაობისას ყურადღებას გავამახვილებთ შესაძლო უკმაყოფილების წყაროებზე და გაუმჯობესების გზებზე. მიღებული მასალის  ანალიზის საფუძველზე ჩვენი გამოცდილი ექსპერტები შემოგთავაზებენ  პოლიტიკის, პროგრამების გაუმჯობესების რეკომენდაციებს.

გ) HRM სისტემებისა და პროცესების ეფექტურობის შეფასება ბიზნესის მიზნებთან შესაბამისობაში

შევისწავლით, რამდენად შესაბამისია ადამიანური რესურსების მართვის არსებული პრაქტიკები, სისტემები, დოკუმენტაცია თქვენი ბიზნესის მიზნებთან და კომპანიის სტრატეგიასთან. გამოვიყენებთ ინტერვიუების, დაკვირვების, ფოკუს ჯგუფების მეთოდებს. შემოგთავაზებთ გაუმჯობესების გზებს, შიდა წესების/პოლიტიკების ცვლილებების რეკომენდაციებს, რათა ადამიანური რესურსების მართვის სისტემები სრულად პასუხობდეს თქვენი ბიზნესის ამოცანებს.