
სახელფასო სისტემა, რომელსაც თქვენთვის შევიმუშავებთ და შემოგთავაზებთ, გაითვალისწინებს არსებულ სტრუქტურას, ფუნქციების განაწილებას, სამუშაოს აღწერილობებს და თქვენი ბიზნეს ოპერაციების შესატყვის ყველა გარემოებას. სახელფასო ბადე გაითვალისწინებს რანგებსა და დონეებს შესატყვისი მინიმალური და მაქსიმალური ანაზღაურებით და თანამშრომლის ადგილის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმებს.
ანაზღაურების სისტემა, რომელიც იქნება თქვენი ბიზნესის სტრატეგიის შესატყვისი, მის მიზნებზე სწორად მორგებული და ამავე დროს, შემუშავდება ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით, საშუალებას მოგცემთ: