The stream
Eng
  • STRATEGY
  • TRAINING
  • RESEARCH
  • EVALUATION
  • ACHIEVEMENT
  • MANAGEMENT
კომუნიკაციის სპეციალისტი 

ვაცხადებთ ვაკანსიას კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე MACH & MACH-ისთვის.

MACH & MACH გახლავთ ქართული საერთაშორისო ბრენდი, რომელიც შეიქმნა ქართველი დიზაინერების მიერ 2012 წელს და აერთიანებს ქალის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. ბრენდი აწარმოებს პრემიუმ კლასის პროდუქციას და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მაღაზიებთან და სტილისტებთან. 

აღნიშნული პოზიცია გულისხმობს მომხმარებლებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას, მათი საჭიროებების გაცნობას, ანალიზს, პრობლემების მოგვარების ეფექტური გზების შემუშავებას და შეთავაზებას. მომხმარებლებზე ზრუნვას, წინასწარ შემუშავებული სტანდარტების/გაიდლაინების შესაბამისად.

სამუშაო ადგილი
- თბილისი, გვირილების # 23 და შალიკაშვილის #8 კვეთაზე (ამერიკის საელჩოს უკან)
სამუშაო განაკვეთი - სრული (09:00 – 18:00 ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება - 2 500 ლარი (Net) 
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
• დამტკიცებული გაიდლაინებისა და პოლიტიკის შესაბამისი, კომპანიის საჭიროებებზე მორგებული ეფექტური სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის განხილვა/მართვა, საჭიროების შემთხვევაში კი ინდივიდუალურად მორგებული ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება;
წარმოების გუნდთან და მომხმარებლებთან კომუნიკაცია დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
სხვადასხვა ორგანიზციულ ერთეულებთან კომუნიკაცია, კოორდინაცია და ინფორმაციული ნაკადების სწორად მართვა;
მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და რეპორტინგი;
დოკუმენტების მოწესრიგებულად და დადგენილი სტანდარტის მიხედვით მართვა;
რეპორტინგის მუდმივი დახვეწა/სრულყოფა;
ბაზარზე არსებული ბენჩმარკების, უახლესი საუკეთესო მიდგომების, ტენდენციების მუდმივი ანალიზი და მათი ინტეგრაცია სტრატეგიაში/გაიდლაინებში;
ხარისხის მართვის და წარმოების გუნდებთან ერთად, კომპანიის პროდუქტისა თუ პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
• საჭიროებისამებრ, მომხმარებლებთან ურთიერთობის და ხარისხის მართვის მიმართულებით კომპანიის მენეჯმენტის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების, ან მომიჯნავე მიმართულებით;
ინგლისური ენის უმაღლეს (Advance) დონეზე ცოდნა; 
Microsoft Office პროგრამების ფლობა;
სასურველია საერთაშორისო ბაზარზე კლიენტებთან ურთიერთობის მართვის გამოცდილება;
აუცილებელია სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი სამუშაო გამოცდილება;
• მნიშვნელოვანია კომუნიკაციის უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდურობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 29 აპრილისა.
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.
შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.