HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ვაცხადებთ ვაკანსიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანლის პოზიციაზე პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი კომპანიისთვის, რომელიც ამჟამად ასაქმებს 500-მდე ადამიანს და ოფისები აქვს როგორც საქართველოში, ისე 3 სხვა ქვეყანაში.
პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე, ენერგიულ, პოზიტიურ, კომუნიკაბელურ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ პროცესების დამოუკიდებლად აწყობის, დანერგვისა, მართვის უნარი და საკმარისი მოტივაცია კომპანიის დირექტორთან ერთად ორგანიზაციულ მიზნებზე მუშაობის - შექმნან, განავითარონ და გაიზიარონ წარმატება გუნდთან ერთად.
სამუშაო ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - აღმასრულებელი დირექტორი
ხელმძღვანელობა - HR გუნდი (3 თანამშრომელი)
სამუშაო განაკვეთი - სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება - კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისი, კონკურენტული ანაზღაურება
ძირითადი მოვალეობები:
• ადამიანური რესურსების მართვის პროცესების, სისტემების დანერგვა/გამართვა და შესაბამისი მონიტორინგი;
• სახელფასო პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა;
• შესრულებული სამუშაოს შეფასების და საბონუსე სისტემის დანერგვა/შემუშავება;
• შიდა საკომუნიკაციო სისტემების განვითარება - თანამშრომელთა მუდმივი ინფორმირება კომპანიაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე;
• თანამშრომელთა კარიერული განვითარების პროგრამის (Learning & Development) შემუშავება და დანერგვა;
• თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა, წამახალისებელი ღონისძიებების ორგანიზება;
• HR დეპარტამენტის სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
• ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
• ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) მაღალ დონეზე.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@stream.com.ge
შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM-ის რეკრუტინგის სამსახური.შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.